ჩემთვის, როგორც პროფესიით მსახიობ-რეჟისორისთვის, არავერბალურ კომუნიკაციას დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც თარჯიმანიც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ შინაარსის არამხოლოდ სიტყვიერ, არამედი ემოციურ და კულტურულ გადატანას. უბრალო სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩემთვის მნიშვნელოვანია არამარტო ის თუ რა, არამედ ისიც თუ როგორ ითქმება სათარგმნი ტექსტი.
2016 წლიდან ვარ მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურისა და შუაფრანკონიის პოლიციის თავისუფალად დასაქმებული ქართულ-გერმანული და გერმანულ-ქართული ენების თარჯიმანი. ამ სამსახურების წყალობით ყოველ დღე ახალ ცოდნას ვიძენ ორივე ენის კულტურის შესახებ, რაც ჩემი ლექსიკონის გამდიდრებასა და გამოყენებაში დიდად მეხმარება.
Dolmetscherin für Georgisch-Deutsch und Deutsch-Georgisch
თუ თქვენ ეძებთ ქართულ-გერმანულის გამოცდილ თარჯიმანს დამიკავშირდით
ჩემი როგორც თარჯიმნის კვალიფიკაციები და გამოცდილებები:
2015-2016 | ბავარიის წითელი ჯვრის ნებაყოფლობითი თანამშრომელი სხვადასხვა საქმიანობებით სხვადასხვა სფეროებში:
|
---|---|
2015-2016 | დამწყები გერმანული გაკვეთილების წამყვანი ლტოლვილთათვის, საინტეგრაციო კურსების დაწყებამდე საცდელი დროის გამოსაყენებლად. |
2015-2016 | ქართველ მოზარდთათვის ქართულ ენაზე გაკვეთილების წამყვანი „INKO (ინკო) – ქართული სათვისტომოს“ საკვირაო სკოლაში. |
2016 | მონაწილეობის მიღება შემდეგ სემინარში: „ქცევისა და არგუმენტაციის ტრეინინგი სტერეოტიპების წინააღმდეგ“ (მრავალფეროვნების ელჩი) |
2016 | წლიდან მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის თავისუფლად დასაქმებული თარჯიმანი. |
2017 | მონაწილეობის მიღება შემდეგ სემინარში: „ლტოლვილებისთვის ნებაყოფლობით მომუშავე კომუნიკაციის შუამდგომლის გაგრძელებითი განათლება“ |
2018 | ვიდეოტრეინინგი „თავშესაფრის მაძიებლის საქმეში თარჯიმნობა“, სერტიფიკატით. |
2018 | მონაწილეობის მიღება შემდეგ სემინარში: „თავშესაფრის მაძიებლის საქმეში თარჯიმნობა“, წარმატებულად ჩაბარებული გამოცდით და სერთიფიკატით. |
პარალელები რეჟისორსა და თარჯიმანს შორის
საერთოდ ენებს ისევე როგორც ხელოვნებასა და ლიტერატურას ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს. პირველი უცხო ენა რომელიც შევისწავლე, იყო რუსული. ამ პერიოდში ძალიან დავინტერესდი ენებს შორის არსებული განსხვავევებითა და მათი საერთო ელემენტებით. მეორე უცხო ენის, ინგლისურის შესწავლისას, მივხვდი რომ ენათა განსხვავება მხოლოდ მათ გრამატიკულ და ლექსიკურ განსხვავებას არ ნიშნავს, რომ სიტყვასიტყვით ნათარგმნი ტექსტი შეიძლება სულ უთარგმნელი ტექსტივით ბუნდოვანი იყოს, რომ ენთა კულტურულ-სოციალური და ისტორიული განსხვავება იმდენადვე საგულისხმოა რამდენადაც მათი ლექსიკური და გრამატიკული.
ბედნიერი ვარ რომ გერმანული ენა ჩემს მეორე დედა ენად იქცა. ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ გერმანულ ენას, როგორც ენას რომელზეც სიამოვნებით ვსაუბრობ, ვმუშაობ, ვკითხულობ და ვოცნებობ. ვთვლი რომ სიყვარული და ინტერესი იმ საქმის მიმართ რასაც აკეთებ, უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმებია იმისთვის რომ კარგად და სინდისიერად შეასრულო შენი სამსახური.
და მაინც! ჩემთვის ქართულსა და გერმანულ ენას შორის დიდი ემოციონალური განსხვავებაა. ქართულ ენას ვუკავშირებ ბავშვობას, სკოლის პერიოდს, საკუთარ ოჯახს, ნაციონალურ ინდივიდუალურობას და ყველა იმ ემოციას, რაც შეიძლება ქართველს და თან ემიგრანტ ქართველს უცხოეთში მის მიმართ შეიჩლება გააჩნდეს.
როგორც ოთხი ენის მეტნაკლებად კარგად მფლობელმა, როგორც თვითოეული უცხო ენის დიდმა პატივისმცემელმა და მათი ხალისით დამუფლებელმა, აუცილებლად მინდა ვთქვა რომ ქართული ენა ჩემთვის არის ნამდვილი განძი, უნიკალური საჩუქარი, სიტყვა „დედა ენის“ სრული დატვირთვის მქონე, დედასავით თბილი და სანუკვარი. მიხარია რომ არამხოლოდ ვფლობ ამ განძს, არამედ მას ვაკვირდები, ვაზიარებ, მისით ვმუშაობ, ვსაუბრობ და რაც ჩემთვის ყველაზე უმთავრესია, მასზე საუბრობენ ჩემი უცხოეთში დაბადებულო შვილები.