სამშობლო

Eingetragen bei: Autorin | 0

ანუ

ჩემგან კრიტიკა არ აგცდება!

„მოყვარეს პირში უძრახე, მტერს – პირს უკანაო“. (გმადლობ ილია მართალი სიტყვების სესხებისათვის.)

 

სამშობლო!

სამშობლო!

სამშობლო!

სა-მშო-ბლო!

სამ-შობ-ლო!

სამშ-ობლო!

სამშ-ობოლო!

სად-გშობ-ო!

საშო-ბაო!

საშო-ბოლო!

სად-მშო!

სად-მშო-ბოლოს!

სად-მშო-საშომ-ობოლი-ბოლოს-და-ბოლოს-დავაბოლოოთ!

ოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო

ორი, ორნი, ოდით, ოსი, ომი,

ომალი, ომახი, ო ბალი, ო მამი, ო ნანი!

 

ენა!

 

როგორც ენა არ დაგვმბიხარ!
მამული!

 

როგორცს მხარე ლამაზი ხარ!
სარწმუნოება!

 

როგორცს რწმენა არ წარგვწყდმიხარ!
ერი?

 

როგორც ერი არ ვარგიხარ!

რაც კარგები ვართ ქართველები ვართ!

ჰა ჰა ჰა ჰა !

გამეცინა!

გა-მეცინა! გამე-ცინა! გამეცი-ნა!

გამეცი? რა? გამეცი? ძმა?

გაგეცილა, გაცრეცილა, გაცვეთილა, გაცელილა, გაცეცხლდი რა!

რაც კარგები ვართ ქართველები ვართ?

მართალია! მართალია? მართლა ლია? მართა-ლია! მართვა-ლიას! მართა-ლიამ!

მაყვალია, მავანია, მამალია, მავალია, მა-ვალი-ა, მაბარია, გავალია, გაბარია,

გა-მა-ვა-ლია, გა-ნა-ვა-ლია, წა-მა-ვა-ლია, გა-სა-ხა-რია, გა-და-მა-თრია, გა-და-მა-ბნია, გა-და-მა-ქცია, გა-და-მა-ნგრია, გა-და-მა-რწყია, გა-და-მა-მთქვრია,

გა-და-მითქვია, გა-და-გითქვია, არ ა-ღგი-ქვია, არ ა-ღმი-თქმია, არ ა-მიღია, არ და-მიდგია, არ გა-მიღია, არ გა-გიგია, არ წა-მიღია, არ გა-გიღია, არ გა-მითლია, არ ა-გითვლია, არ და-გვითვლია, რა და-გვითვლია!

როდის ჩავითვალეთ, როდის ჩავილალეთ, როდის ჩავისვარეთ, როდის ჩავიბანეთ!

მიტომ ვიმკიდით, მიტომ ვისყიდდით, მიტომ ვივლიდით ასე ვიშვიშით!

ოხ ეგ მლიქვნელი, ოხ ეგ მრისხველი, ოხ ეგ „ძირს ხმლები“, ოხ ეგ ტვინის მღრღნელი!

ო ეგ მძივები, ო ეგ მსხვილები, ო ეგ სხივები, ო ეგ ჩითები, ო ეგ ჩიტები,

რა მიმზიდველია! რა მიმზი-დველია, რა მი-მზითვებია,

რა მზიანი დღეებია!

რაო რაისამ? საქართველო ქართველების გარეშეო? როგორ კაცო, ესე კარგად გვიცნობდა?

გვიცნობდა გვიცნობდა! ქვეყანამაც გაგვიცნო! გაგვიცნო!

გაგვი-ცნო, გა-გვი-ცნო ვინძლო, თავი გავაცანით, თავი წავა-ცალით, თავი წავაცალით!

თავი გავაცანით განა კარგი რამით! განა ანი-ბანით! განა კარგით – ავით! ავით –

არა კარგით! კარგით არა – ავით! არა კარგით – ავით!

ვაი ვაი ვაი, კაი, კაი, კაი

რა გამომწვევია, რა მისათვისებელია, რა ხელში ჩასაგდებია, რა მოსაკვარახჭინებელია, რა მოსაგვარებელია, რა მოსალაპარაკებელია!

რა მოსალაპარაკებელია! რა მოსალაპარაკებელია! ჩვენ შორის ეხლა ეგ შეიძლება?

არა დაია, არა ძამია, არა ბაია, არა კაცია, არა ქალია, არაქალია, არაკაცია, ეგ რა აცვია, ფუ რა ბანძია!!!……

ქართველები თავმდაბალი ადამინაები ვართ, უმდიდრეს ენას ვფლობთ, ჩვენ კი დედის გინებით ვამბობთ სათქმელს!

ჩამოვთვალო? ჩამოვთვალო?

ჩამო ქალო! გამო ქალო! წამო ქალო! მოდი ქალო!

ჩამოგთვალო, ჩამოგთალო, ჩამოგათბო, ჩამოგსანსლო,

ჩამოვკაწრე, ჩამოვპორჭყნე, ჩამოვჭაჭე, ჩამოვკონკე,

ჩამოვწმინდე, ჩამოვჭვარტლე, ჩამოვთვალე, ჩამოვბანე,

გადავხაზე, გადმოვხაზე, შევუთვალე, შევუძახე,

შევახელე, შევახედე, შევაკეთე, შევაქრთამე,

მომიმართა, მომიტანა, მომიმალა, მომიჩქმალა,

მომიარა, მომიკვანწა, მომიყარა, მომიშანშლა…

და ნერვებიც მომიშალა…..

აბა რა მექნა? ბავშვებს ჭამა არ უნდოდათ?

როგორ არა, როგორ არა, აბა რავა, აპა სადა!

რაღაცამა ჩამაშხამა, ჩამაჯავრა, ჩამადარდა,

ჩამაფიქრა, ჩამაყვინთა, ჩამაჯიჯგნა, ჩამაფლირთა, ჩამატვირთა, ჩამაჯგლირთა, ჩამამიწა, ჩამამწარა,

მიწა მწარა, მიწა მყარა, მიწა მყრალა, მიწა მყვირალა, მიწა მიყვარს და……

ხმები, მთები, ველი, გელი,

ზარები, ბარები, თვალები, ქალები, ტანები, ლარები, ლალები, ზმანები,

ჩავები, დავები, გავები დავებში…..

ხო და მერე?

ხო და მე-რე!

ხო და დამერიეთ!

ვქაქანებ, ვკანკალებ, ვღაღადებ, ვქადაგებ, ვაბარებ, ვალაღებ, ვალაგებ, ვაზავებ, ვათავებ, ვაკავებ, ვასავებ, ვაშავებ, ვადარებ, ვაქაფებ, ვაწამებ, ვაბაზრებ, ვაჩქარებ, ვაშავებ, ვაფარებ, ვაპარებ, ვაცარებ…..

 

ჩუ

 

მაკმარეთ!

 

– 2015 –

ვერიკო მოდებაძე