შენ არ მიყვარხარ და არ მახსოვხარ,

თუმც ვგრძნობ გულს მძიმე ლოდი რომ აწევს,

არ მინდა, მაგრამ შენი დანახვა,

ჩემს უნებურად, სიცოცხლეს მმატებს.

 

შენ არ მიყვარხარ და არ მახსოვხარ,

სულაც არ ვდარდობ, არ ვფიქრობ სულაც,

მაგრამ თუ რამეს გავიგებ შენზე,

მეც მიხარია, სულსაც და გულსაც.

 

შენ არ მიყვარხარ მაგრამ ნეტავი,

ვინმემ აუხსნას ამ გულს და უთხრას,

ყოველ ლოცვაში რატომ გახსენებ,

რად ვევედრები კვლავ შენზე უალს!

– 2001 –

ვერიკო მოდებაძე