თითქოს არ მინდა მისი დანახვა,

თვალს ავარიდებ და გულში დავგმობ,

თუმც შევხედავ რა მის ბავშვურ სახეს,

ვხვდები რომ მისთვის ყველაფერს დავთმობ.

 

ცხოვრება თითქოს თავისით მიჰქრის,

მიჰქრის უჩემოდ, დრო მე არ მიმყავს,

სიყვარული ხომ ცოდვა არ არის,

დამნაშავე ვარ?

რა ვქნა რომ მიყვარს?

– 2001 –

ვერიკო მოდებაძე