როგორ მიყვარს სისპეტაკე პოეზიისა,

რითმული რიტმი ისე ერწყმის ჩემს ყოველ სუნთქვას,

სიტყვის სისრულე ისე ვინ სთქვას, ვით ლექსმა წმინდამ,

თუნდაც სიმართლე ვით ოსტატმა მეორემ ვინ სთქვას?

 

როგორ ვეტრფი მხატვრებსა და მოქანდაკეებს,

სულს რომ ჰბერავენ თვის ქმნილებებს დიდოსტატები,

მათ რომ უყურებ ცხადად იგრძნობ ფოთლების შრიალს,

ჩურჩულს ბალახის, მიმღერიან ალვის ტოტები!

 

როგორ ვაფასებ მგალობელის ნაზ ხელოვნებას,

ყოველი ბგერა ააცეკვებს სულის ყოველ სიმს,

თუ მიხარია სიმღერისა მზე ათბობს თვალებს

და როცა დარდობ სიმღერითვე სულში თოვს და წვიმს!

 

როგორ ვნატრობდი მეც მქონოდა ამგვარი ნიჭი,

პოეტის, მხატვრის, მგალობელის დიდი ტალანტი.

მაშინ ქვეყანა დამინთებდა უქრობელ სანთლად

და მექნებოდა უკვდავების ჩემის გარანტი!

 

მაგრამ რადგანაც მე განგებამ ალბათ არცერთი

არ მიბოძა და არცერთისა გამხადა ღირსი,

ჩემს სამყაროში ვცხოვრობ მარტო და ასეთი რამ,

თვინიერ ჩემდა, ასეთი რამ არავინ იცის!

– 2001 –

ვერიკო მოდებაძე