ნისლში ჩაფლულა მთელი ქალაქი,

ვერაფერს ვხედავ გარდა წვიმისა,

ამ უგნურებას, ამ წაშლილ ხედებს,

ეს სიდიადე ნეტავ ვინ მისცა?!

 

რომ არ ვხედავდე ჩემი ფანჯრიდან,

მკვდარი ქალაქის მცირე მონაკვეთს,

ვერ გავუძლებდი ჩვეულ ინტრიგებს,

ცხოვრება მალე თავს რომ მომახვევს.

 

ეს უღიმღამო ნახატი ჩემს წინ,

უნიათო და უნიჭო მხატვრის,

მექცა ნუგეშად ასრულებისა,

ჩემი ოცნების, პატარა ნატვრის.

 

მინდა ნახატი ბნელი და მუქი,

ჩემი კალმისგან იქცეს შედევრად,

ყველას მოსწონდეს! ყველას უყვარდეს!

ჩემი ქმნილება ღირდეს შეხედვად.

– 2002 –

ვერიკო მოდებაძე