შენი ალერსი მექცა ოცნებად,

ჩემო პატარა,

ჩემო ანკარა,

ეს უშენობა იქცა გოდებად,

გული დაღალა,

ფიქრმა საზარმა.

 

შენი ცრემლები, შენი ცრემლები

მე ოქროდ მიღირს,

ოხ როგორ მიდის,

ეს დრო საზარი, შენ კი იზრდები

და მე…. ვარ რა შორს,

ამ სევდას რა შობს?

კვლავ უშენობა, ჩემო პატარავ

და სხვა არა რა….

ჩემო ანკარა,

ჩემო ცანცალა.

 

უშენოდ ყოფნა, უშენოდ ყოფნა,

ფიქრებად მექცა,

ოცნებად მექცა.

შენი დანახვა, შენი ალერსი,

შენი თითები,

როგორ იზრდები.

მე კი რა შორს ვარ,

ჩემო ფიქრია,

შენი სახელი

ჩემი დარდი, ჩემი ფიქრია……

– 2002 –

ვერიკო მოდებაძე