ძვირფასო ზეცავ შემასხი ფრთები,

შემასხი ფრთები, გავფრინდე მინდა,

როგორ მომწყინდა ცხოვრების წესი,

რასაც განგება აქამდე ქმნიდა.

 

მინდა გავფრინდე იმ ერთადერთთან,

თორემ ვგრძნობ როგორ უკვალოდ ვქრები,

ხმა მიმიწვდინე ზეცაო ღმერთთან,

ძვირფასო ზეცავ, შემასხი ფრთები!

– 2002 –

ვერიკო მოდებაძე