ნეტავ გამოჩნდეს მამა და მომიყვანდეს ფიქოს,

მაგრამ არა და არა, გზა აერია თითქოს,

 

სულ ერთი წამით მაინც რომ დავინახო კმარა,

მომიბრუნდება სული, აღარ მოვკვდები არა.

 

უკვე დავიხრჩო ლამის, ცხელი ცრემლების ზღვაში,

გზას დავადგები მისკენ, მაგრამ მოვკვდები გზაში.

 

ნეტავ ეს გრძელი ქუჩა, ჩემს დასთან ახლოს იყოს,

ნეტავ მოვიდეს მამა და მომიყვანდეს ფიქოს.

– 2002 –

ვერიკო მოდებაძე