ვითომ ვპოეტობ? რას ვამატებ ქვეყნის საგანძურს?

ჩემი უხამსი სტრიქონებით ვის გავაკვირვებ?

ნაწერი ჩემი მწვერვალებთან ღმერთო როგორ მძულს,

მაშ მეამბოხე და მოძრავ სულს რისთვის ვაყვირებ?

 

რას შეიძლებენ ეს ლექსები თუ არ ძალუძდათ,

ის აღეწერათ რაც ეღირსათ ენახათ თვალით?

ყველა მშვენებას, სხვას ამ ქვეყნად ჭვრეტენ ძალუმად,

რადგან ბრმად ქმნილან, მწვავე ეშხით უზომოდ მთვრალნი.

 

ვითომ ვპოეტობ? ვერ შევძელი მე უგუნურმა,

ძვირფას სიტურფეს რომ საკადრი სიტყვა შევბედო,

როგორ ვაქციო სტრიქონები ცოცხალ სულდგმულად,

ან ძვირფას თვალებს ასე ახლოს როგორ შევხედო?

 

მის სილამაზეს დაუჩოქებს წმინდა ქალღმერთიც

და ბრწყინვალება მიწის მტვერად გადაექცევა.

მჯერა გულგრილი არ დარჩება ქალი არცერთი,

მაგრამ თვითეულს ოცნებები თავს დაექცევა.

 

მეც მომიყოლებს ნანგრევებში როგორც სამსხვერპლოს,

არც მე დამზოგავს სილამაზის ძალაუფლება,

ვით მქუხარე ცამ, ნაზ ვაზსავით მსურს რომ დამსეტყვოს

და ჩემს საცოდავ გულს იმედიც გადაუწყდება.

 

მაგრამ ტანჯვასაც ეს მშვენება გარდაქმნის ლხენად,

დახურულ სულში სილამაზე გველივით გაძვრა,

დაედოს ლუქი გაუვალი ყველა გზას ქვეყნად,

ამ გზების ბოლოს თუ არ დგეხარ უდუდეს ტაძრად.

– 2002 –

ვერიკო მოდებაძე