რა მეოცნებე ფრინველია უფრთებო სული,

გაარღვია და გააღწია შებოჭილ ბადეს,

ვგრძნობ მოვა შენთან, ჩვეულება აქვს ისე სრული,

რომ ტრფობის გრძნობას ჯოჯოხეთის წყვდიადშიც ჰბადებს.

 

არ მოგეშვება! ვიცი ჩემი სულის ამბავი,

და არც აღუდგე წინააღმდეგ არ შეაშინო,

ფიქრი, რომელიც სუფთაა და შეულახავი,

გემუდარები, არ შელახო, არ შეაგინო!

 

თორემ ამაყი სატრფოს ნახვით ის თუ გაბრაზდა,

ვეღარ აგიტანს, დაგკაწრავს და გატირებს სისხლით,

ის არ გაკმარებს დაცემას და გულის გაბზარვას,

თბილად მოგაშთობს და გაგყინავს უწყალო სიცხით!

 

გთხოვ დაუწყნარდი ნადირივით! გამოეგებე,

ჩემს მფრინავ გრძნობას ისე შეხვდი როგორც გჩვევია,

მოგეფერება, არ გაოცდე, შენც მიეფერე,

ეს სულები ხომ ჩვენ გვეკუთვნის, გრძნობაც ჩვენია.

2002 –

ვერიკო მოდებაძე