ცივა და ქარი ხეს ფოთლებს აცლის,

მარტო დარჩება კვალვ ხე ბებერი,

ფოთოლს ხეს მოსწყვეტს და წაიღებს შორს,

რა მტანჯველია ეს ნოემბერი.

 

ფოთლებიც ისე სტოვებენ მშობელს,

რომ მის ქვითინზე არც კი ნაღვლობენ,

სრულიად მჩატედ უგზოდ, უკვალოდ,

ქართან ცეკვავენ და ფარფატობენ.

 

ხე კი მისტირის მათ….

შორს წასულებს,

სთხოვს უკანასკნელს: „შენ ნუ დამტოვებ!“

მაგრამ მოვა დრო და ისიც წავა,

შვილნი დედის დარდს როდი ნაღვლობენ.

 

 როცა გავივლი მის გვერდით ახლოს,

მე მსაყვდურობს ეს ხე ბებერი,

ის კი არ იცის მან, ჩემთვისაც კი,

რა მტანჯველია ეს ნოემბერი….

– 2001 –

ვერიკო მოდებაძე