მიყვარს უფალი, რომ ქვეყანაზე,

შენი გაჩენა დასახა მიზნად,

მიყვარს განგება, რომ სწორედ აქვე,

ჩემს სიახლოვეს დაგიდო ბინა!

 

მიყვარს ჰაერი, რომლითაც სუნთქავ,

წყალი რასაც სვამ, რაც გასულდგმულებს,

შენს მიერ თქმული ყოველი სიტყვა,

გულში ანათებს წყვდიად ჯურღმულებს!

 

მე სახლიც მიყვარს სადაც შენ ცხოვრობ,

სახლის წინ მდგარი დიდი ჭადარიც,

ნიავის კრთომაც, ბუნების ცეკვაც,

მიყვარს დარიც და მიყვარს ავდარიც!

 

მე ქუჩა მიყვარს სადაც დადიხარ,

ადგილი სადაც სტოვებ ნაკვალევს,

მინდა იარო იმ გზაზე მხოლოდ,

რა გზაც სიკეთის გზაზე გატარებს!

 

შენი დანახვით ისე თრთის გული,

როგორც წარღვნის დროს ბებერი ვერხვი,

მე დედამიწაც იმიტომ მიყვარს,

რომ მის სხეულზე აიდგი ფეხი!

– 2002 –

ვერიკო მოდებაძე