მზე ჩამავალი უფსკრულს ვარდება,

ბინდმა გასცალა სინათლის თასი,

საღამო კრთება და ელვარდება,

მაგრამ არაფერს არა აქვს ფასი.

 

მზე გადასული ისევ ამოვა,

და მწუხრს გააპობს ნაზი სინათლე,

საღამოს ნაცვლად კვლავ დილა მოვა,

მაგრამ ჩემს გულში აღარ ინათლებს.

 

რა ვქნა ღირსება შენი ფასს კარგავს,

თითქოს წასული ხავსს ეჭიდები,

მაგრამ ჩემს გულში ადგილი არ გაქვს,

აღარ მჭირდები! აღარ მჭირდები!

– 2001 –

ვერიკო მოდებაძე