ვის ვთვლით მეგობრად, როგორ არსებას,

ვისაც ვუყვებით სხვა და სხვა ამბებს?

თუ ვისაც ვიცნობთ დიდი ხანია,

ან ვინც საჩუქრად მოგვიძღვნის რამეს.

 

თუ პირფერობა დაუფასდება,

ნამდვილ ამხანაგს, მეგობარს ნამდვილს?

გამოუცნობი ხომ არ დარჩება,

თუ მეგობრობის უკადრისს ჩადის!

 

თვალებით იცნობ კეთილმოსურნეს,

დროსა და მანძილს არ აქვს მნიშვნელი,

ვინც სითბოს გჩუქნის თავის ღიმილით

და ბოროტების არ აქვს ნიშნები.

 

არც ბევრის თქმაა საჭირო ხშირად,

როცა აწუხებს მეგობარს დარდი,

სიტყვის უთქმელად თუ მიუხვდები,

ზუსტად ეგ არის ყველაზე ნაღდი!

– 04.01.2003 –

ვერიკო მოდებაძე