ისე მიყვარხარ, რომ ამ დილასვე,

შენით იწყება ყოველი აზრი,

სხა ყველაფერი ამ ქვეყანაზე,

გულს ხვდება როგორც მახვილი ბასრი.

 

ისე მიყვარხარ, ამომავალ მზეს,

ჩუმად თვალებით შენზე ვუყვები,

თვალებით მხოლოდ, სიტყვას ვერ ვბედავ,

რომ არ ვისმინო საყვედურები.

 

რომ არ მაყვედრონ ჩემივე გრძნობა,

მე მას ვინახავ წმინდად სათუთად,

თორემ ღმერთი რომ შემომედავოს,

თავის სამკაულს, მერე რა ვუთხრა?

 

რა ღირსი ხარო, რომ განმირისხდეს,

თვალმჭრელ მშვენების ცქერად ან რა მრჯის?

არ მაპატიებს უფალი ვფიქრობ,

უღირსს და უხამს უცილოდ დამსჯის.

 

ამიტომ გრძნობებს მე ვანდობ ფურცლებს

და სხვას არავის, რომ არ განმკიცხონ,

იქნებ ოდესმე რაც მათ მივანდე,

შეუსწორებლად შენც წაგაკითხონ!

– 2002 –

ვერიკო მოდებაძე