გახსოვს ბავშვობა?
რა დაგავიწყებს?!
ჩვენი ტიკტიკი გალობას ჰგავდა,
დღეს კი ცხოვრებამ იცვალა ფერი,
ბავშვობის მიღმა დაეშვა ფარდა.
დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა
და ჩვენ დავდექით „დიდობის“ ზღურბლზე,
ერთხელ კიდევ მსურს დავბრუნდე უკან,
მსურს დავამსხვრიო უნგრევი ზღუდე!
და ერთხელ კიდევ, კვლავ შენთან ერთად,
კვლავ გადავეშვა წარსულის ტბაში,
ვირბინოთ ისევ და ვითამაშოთ,
„პატარაობა“ ვიგრძნოთ ჩვენს ხმაში.
მაგრამ ვერასდროს, უკვე ვერასდროს,
ვეღარ გავხდებით ბავშვები ისევ,
მხოლოდ შენს ხმაში ისმის წარსული
და გატაცებით ამიტომ გისმენ.
ბევრი რამ ერთად გისურვო მინდა,
ან რა გამოლევს ჩვენს შორის სათქმელს,
გქონდეს ცხოვრება სუფთა და წმინდა,
ყოველი სიტყვა გექციოს საქმედ.
– 2001 –
ვერიკო მოდებაძე