გემუდარები არ მოკვდე!

თორემ მეც მალე მოვკვდები.

შენ დაიმკვიდრებ სამოთხეს,

მე ჯოჯოხეთში მოვხვდები.

 

გემუდარები იცოცხლე!

და მთხოვე!

მთხოვე, რაც გინდა!

კარგზე იფიქრე ოღონდაც!

ცუდი დრო უკვე წავიდა!

 

გინდა ჩავაქრობ მთვარის შუქს?

გინდა ჩამოვხსნი ვარსკვლავებს?

ყველაფერს მოვსპობ! დავამსხვრევ!

თუ რამე ოდნავ გაწვალებს.

 

თუკი ხელს გიშლის მზის სხივი,

დილა თუ გაღიზიანებს,

გავუმკლავდები ყველაფერს!

რაც შენ მოგიტანს ზიანებს!

 

გინდა დავამხო მთაბარი?

გინდა გადავწვა ტყეველი?

ოღონდ სთქვი! მე შენს ბრძანებას,

სულმოუთქმელი მოველი!

 

თვალებს ნუ ხუჭავ არ მოკვდე!

თორემ მოვკვდები მეც მალე!

ფეთქვას ნუ შესწყვეტს ეგ გული,

ისუნთქე! მითხარი რამე!

 

თუ საჭიროა გჩუქნი სულს,

ოღონდ შენ დიდხანს იცოცხლე!

მე გავწირავ თავს ოღონდ შენ,

შეინარჩუნე სიცოცხლე!

– 2001 –

ვერიკო მოდებაძე