განგებამ რატომ დაჩაგრა ბედი,

სიხარულს დარდი სულ რატომ სდევდა?

არ მსურს ვხედავდე სითეთრეს თმებში,

ანდა მესმოდეს შენს ხმაში სევდა.

 

მზრდიდნენ ხელები, მლოცავდა გული,

და შთაგონება საზრდოს კვლავ მაწვდის,

მე თუ ცხოვრება შორს გადამისვრის,

შენთან დავტოვებ სულის დიდ ნაწილს!

– 2002 –

ვერიკო მოდებაძე