ვისაც ვუყვარდი, ის არ იყვარდა,

ვინც მე მიყვარდა, ვიცი რომ ვძულდი!

გთხოვ მაპატიო უფალო ღმერთო,

რომ არსება ვარ ესოდენ სუსტი!

 

დღეს დავინახე, რომ ვისაც ვძულვარ,

საცოდავია და უსუსური,

რადგან მოყვარულს ვერ დაინახავს,

მხოლოდ უჭკუო და უგუნური!

 

დღეს ვწუხვარ!

ვწუხვარ ისე ძლიერად!

რომ უგუნური ვიყავი თვით მე,

და რადგან სხვას ზიზღს მე ვუგზავნიდი,

ჩემთან მოსულ ზიზღს უსიტყვოდ ვითმენ!

 

მაგრამ ახლა ვგძნობ რომ ვინც მიყვარდა,

სიძულვილისთვის ვპასუხობ ზიზღით,

მას დავაფასებ ვინც მაფასებდა

და ვიარსებებ მხოლოდ ამ მიზნით.

– 2001 –

ვერიკო მოდებაძე