უფალმა მომცა სიცოცხლის ნება,

მეც მსურს რომ ვიყო ამ ქვეყანაზე,

მინდა დავძლიო ყველა სირთულე

და არ წამიცდეს ფეხი ამ გზაზე.

 

სანამ უფლება მაქვს რომ ვიცოცხლო,

მინდა რომ მქონდეს რწმენა და ნიჭი,

ღმერთი ხედავდეს ყოველ ჩემს ზრახვას,

რომ არ გადავდგა მცდარი ნაბიჯი.

 

ღმერთმა მიკურთხოს გზები უეკლო,

შემაძლებინოს ფონს რომ გავიდე,

ვთხოვ ამისრულოს ერთი ოცნება,

უცხო ქვეყნებში მინდა წავიდე.

 

ერთი ოცნებით არსებობს ყველა,

ან სხვა რა არის ჩვენი ცხოვრება,

გქონდეს ამ ქვეყნად სწორი მიზანი

და საიქიოს სულის ცხონება.

 

დღეს კი მე ვცოცხლობ

და იმედი მაქვს,

მფარველი ღმერთის,

ცხრათვალა მზისა,

ბედნიერი ვარ რადგან სწორედ დღეს,

არის დღე ჩემი ანგელოზისა!

– 2001 –

ვერიკო მოდებაძე