პოეზია ჩემი ცხოვრების თანამგზავრია. ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში ვწერდი ლექსებს, რომლებსაც სამწუხაროდ, იმის შიშით და სირცხვილით, რომ ვინმეს შეიძლებოდა წაეკითხა, ვანადგურებდი. ჩემი ლექსების შემონახვა დავიწყე 2001-2002 წლიდან. ამავე წლებში დავწერე უმრავლესი მათგანი. ბოლო 13 წლის განმავლობაში ვწერ ძირითადად გერმანულ ენაზე და ვწერ პროზის სახით, თუმცა ხანდახან ჩემს რეპერტუარს აქაიქ ქართული ლექსიც გამოერევა ხოლმე.

 

Poesie begleitet mich mein Leben lang. Gedichte schrieb ich noch in der Grundschule, allerdings vernichtete ich sie, aus Scham und Angst, jemand würde sie lesen. In den Jahren 2001-2002 schrieb ich die meisten Gedichte. Zum Glück hob ich sie dieses mal auf. In den letzten 13 Jahren schreibe ich überwiegend in deutscher Sprache in Form von Prosa, obwohl in meinem Repertoire ab und an auch ein neues georgisches Gedicht auftaucht.

 

 

ღამის გვირგვინი

გული მოხარშა ცის დაბნელებამ,

ნათელი ტირის, როცა ღამდება,

ტირის და ჰკარგავს თეთრ ელვარებას,

მოსთქვამს და ცხელი ცრემლით ბრმავდება.

გაგრძელება

 

სული და გრძნობა

რა მეოცნებე ფრინველია უფრთებო სული,

გაარღვია და გააღწია შებოჭილ ბადეს,

ვგრძნობ მოვა შენთან, ჩვეულება აქვს ისე სრული,

რომ ტრფობის გრძნობას ჯოჯოხეთის წყვდიადშიც ჰბადებს.

გაგრძელება

 

ამ ზამთარს უკვე გაჰსვლია ყავლი

ამ ზამთარს უკვე გაჰსვლია ყავლი,

მზის სხივთა ჯარი თავს ესხმის ყინვას,

მისი წასვლისა მოვიდა ხანი,

სწუხს ამის გამო, ზამთარი ჰგმინავს.

გაგრძელება

 

მიყვარს უფალი

მიყვარს უფალი, რომ ქვეყანაზე,

შენი გაჩენა დასახა მიზნად,

მიყვარს განგება, რომ სწორედ აქვე,

ჩემს სიახლოვეს დაგიდო ბინა!

გაგრძელება

 

ხედი ფანჯრიდან

ნისლში ჩაფლულა მთელი ქალაქი,

ვერაფერს ვხედავ გარდა წვიმისა,

ამ უგნურებას, ამ წაშლილ ხედებს,

ეს სიდიადე ნეტავ ვინ მისცა?!

გაგრძელება

 

ნოემბრის მზე

მზე ასე ცხადად შენთვის ბრწყინავს ალბად ძვირფასო,

თორემ ნოემბერს სად ჰქონია ასეთი დილა,

ლამის შეისხას ხორცი სხივმა და კაცთა შორის,

ამ ცისკრის მადლით, ქვეყანაზე დაიდოს ბინა.

გაგრძელება

 

სწორედ აპრილში

ვსუნთქავ და მესმის გულის ჩურჩული,

დავასრულებო აპრილში ფეთქვას!“

ეს თუ ასეა, მინდა დასასრულს,

რომ ღირსეული სიკვდილი ერქვას!

გაგრძელება

 

ისე მიყვარხარ

ისე მიყვარხარ, რომ ამ დილასვე,

შენითიწყება ყოველი აზრი,

სხა ყველაფერი ამ ქვეყანაზე,

გულს ხვდება როგორც მახვილი ბასრი.

გაგრძელება

 

***

შენზე ვფიქრობდი მე ჯოჯოხეთში

და სამოთხეშიც შენ ერთს გლოცავდი,

შენ რომ არ იყო ამ ქვეყანაზე,

არც მე არ მინდა თავი ცოცხალი.

გაგრძელება

 

ხელოვანი

როგორ მიყვარს სისპეტაკე პოეზიისა,

რითმული რიტმი ისე ერწყმის ჩემს ყოველ სუნთქვას,

სიტყვის სისრულე ისე ვინ სთქვას, ვით ლექსმა წმინდამ,

თუნდაც სიმართლე ვით ოსტატმა მეორემ ვინ სთქვას?

გაგრძელება

 

იუბილარისადმი

ამ ბედნიერ დღეს როგორ გავძლო, რომ

პატარა ნატვრა არ ავისრულო,

არ მოგილოცო დაბადების დღე,

დიდხანს სიცოცხლე რომ არ გისურვო.

გაგრძელება

 

ნოემბერი და ფოთლები

ცივა და ქარი ხეს ფოთლებს აცლის,

მარტო დარჩება კვალვ ხე ბებერი,

ფოთოლს ხეს მოსწყვეტს და წაიღებს შორს,

რა მტანჯველია ეს ნოემბერი.

გაგრძელება

 

ნატვრა

ნეტავი თვალი მოვატარო იმ არემარეს,

მისი სუნთქვა რომ უერთდება ფარფატა ნიავს,

მოსტაცებს სიტყვებს მის ბაგეებს მოუსვენარი,

ცელქ ნიავს მისი საუბარი ზეცაში მიაქვს.

გაგრძელება

 

***

ცუდად მშფოთვარე ქარები ჩადგნენ

და იხილვება მზის წყნარი სახე,

ბოროტმეტყველნი ნისლები გაჰქრნენ,

არ ძალუძთ კეთილს დაუგონ მახე!

გაგრძელება

 

უდიდეს ტაძრად

ვითომ ვპოეტობ? რას ვამატებ ქვეყნის საგანძურს?

ჩემი უხამსი სტრიქონებით ვის გავაკვირვებ?

ნაწერი ჩემი მწვერვალებთან ღმერთო როგორ მძულს,

მაშ მეამბოხე და მოძრავ სულს რისთვის ვაყვირებ?

გაგრძელება

 

ბაბოსადმი

განგების ძალამ თუ მოისურვა,

იქ უძლურია ხვეწნა და თხოვნა,

მაგრამ სიკვდილი არ მოდის უცებ,

ჩვენ ვკვდებით როცა მოკვდება ხსოვნა.

გაგრძელება

 

***

თითქოს არ მინდა მისი დანახვა,

თვალს ავარიდებ და გულში დავგმობ,

თუმც შევხედავ რა მის ბავშვურ სახეს,

ვხვდები რომ მისთვის ყველაფერს დავთმობ.

გაგრძელება

 

დედისადმი

განგებამ რატომ დაჩაგრა ბედი,

სიხარულს დარდი სულ რატომ სდევდა?

არ მსურს ვხედავდე სითეთრეს თმებში,

ანდა მესმოდეს შენს ხმაში სევდა.

გაგრძელება

 

მზე ჩამავალი

მზე ჩამავალი უფსკრულს ვარდება,

ბინდმა გასცალა სინათლის თასი,

საღამო კრთება და ელვარდება,

მაგრამ არაფერს არა აქვს ფასი.

გაგრძელება

 

ჩემი ფიქრია

შენი ალერსი მექცა ოცნებად,

ჩემო პატარა,

ჩემო ანკარა,

ეს უშენობა იქცა გოდებად,

გული დაღალა,

ფიქრმა საზარმა.

გაგრძელება

 

ორი ოცნება

აღარც აზრი მაქვს, აღარც ფიქრი და აღარც მუზა,

ჩემი თვალები ეხებიან მხოლოდ ერთ წერტილს,

თითქოს დაეშვა უკვე ფსკერზე ცხოვრების ღუზა,

გადამწყვეტ ზარებს ველოდები, გადამწყვეტ წერილს.

გაგრძელება

 

თეონასადმი

გახსოვს ბავშვობა?

რა დაგავიწყებს?!

ჩვენი ტიკტიკი გალობას ჰგავდა,

დღეს კი ცხოვრებამ იცვალა ფერი,

ბავშვობის მიღმა დაეშვა ფარდა.

გაგრძელება

 

***

შენ არ მიყვარხარ და არ მახსოვხარ,

თუმც ვგრძნობ გულს მძიმე ლოდი რომ აწევს,

არ მინდა, მაგრამ შენი დანახვა,

ჩემს უნებურად, სიცოცხლეს მმატებს.

გაგრძელება

 

ფიქო

ნეტავ გამოჩნდეს მამა და მომიყვანდეს ფიქოს,

მაგრამ არა და არა, გზა აერია თითქოს,

 სულ ერთი წამით მაინც რომ დავინახო კმარა,

მომიბრუნდება სული, აღარ მოვკვდები არა.

გაგრძელება

 

ზემფირას „პაჟალსტა ნე უმერაი!“

გემუდარები არ მოკვდე!

თორემ მეც მალე მოვკვდები.

შენ დაიმკვიდრებ სამოთხეს,

მე ჯოჯოხეთში მოვხვდები.

გაგრძელება

 

არის დღე ჩემი ანგელოზისა

უფალმა მომცა სიცოცხლის ნება,

მეც მსურს რომ ვიყო ამ ქვეყანაზე,

მინდა დავძლიო ყველა სირთულე

და არ წამიცდეს ფეხი ამ გზაზე.

გაგრძელება

 

ვცდილობ დაგივიწყო

მალე ვიტყვი რომ აღარ მიყვარხარ,

უკანასკნელი ძაფი გაწყდება,

შენც გაიგებ და არ გაიკვირვებ,

თუმც გული სადღაც მაინც დაგწყდება.

გაგრძელება

 

ცრემლები

როცა ცხოვრებას მიზანი არ აქვს,

როცა ცხოვრებას არა აქვს მრწამსი,

ცრემლით ჩარეცხე ცხოვრების ლაქა,

ვით ქრისტეს ფეხი, მალამოს წასმით!

გაგრძელება

 

ნანა მასწავლებლისადმი

ქადაგებას ჰგავს მისი ნათქვამი,

უბრალო სიტყვას აქცევს ანდაზად,

სიტყვა ქართულის გაგონებაზე,

ის გვაგონდება ყველას ანაზდად.

გაგრძელება

 

მოხუცებული

თვალებს წყვდიადი ისე აბნელებს,

ვეღარ გაარჩევ წარსულს და აწმყოს,

მაგრამ სიცოცხლე მაინც გახარებს,

ცხოვრების უშრეტ ქარცეცხლში ნამყოფს.

გაგრძელება

 

დააფასე ვინც გაფასებს

ვისაც ვუყვარდი, ის არ იყვარდა,

ვინც მე მიყვარდა, ვიცი რომ ვძულდი!

გთხოვ მაპატიო უფალო ღმერთო,

რომ არსება ვარ ესოდენ სუსტი!

გაგრძელება

 

მეგობრები

ვის ვთვლით მეგობრად, როგორ არსებას,

ვისაც ვუყვებით სხვა და სხვა ამბებს_

თუ ვისაც ვიცნობთ დიდი ხანია,

ან ვინც საჩუქრად მოგვიძღვნის რამეს.

გაგრძელება

 

შემასხი ფრთები

ძვირფასო ზეცავ შემასხი ფრთები,

შემასხი ფრთები, გავფრინდე მინდა,

როგორ მომწყინდა ცხოვრების წესი,

რასაც განგება აქამდე ქმნიდა.

გაგრძელება

 

იზაბელისადმი

ყველაფერი ხარ, რაც გულს მიხარებს,

ყველაფერი ხარ, რაც ღიმილს მომგვრის,

ჩემი მზეც შენ ხარ გამათბობელი

და მკაცრი სუსხიც, უბარი თოვლის.

გაგრძელება

***

ზუსტად ჩემსავით მდუმარებს,

ეს უსულგულო ღამე,

ერთი იმედით ვცოცხლობ მე კვლავაც,

რომ მალე წავალ, რომ წავალ მალე!

გაგრძელება

 

სანაიას ხსოვნას

რად გაიმეტეს ასე უგულოდ?

რატომ გასწირეს იმსხვერპლეს რისთვის?

შურით და ღვარძლით სავსე გვაქვს გული,

ჩვენ არ ვიყავით გიორგის ღირსი!

გაგრძელება